ვინც ეძებს, პოულობს

domingo, 9 de mayo de 2010

Citas célebres sobre España

“Tú Francia, fuiste sujeta por Césare, antes de 3 años, Hispania lo fue por Catones, Escipiones, Sertorios, Pompeyos y Césares no antes de 200 [...] Si amas poetas oradores a Séneca, Quintiliano, Lucano, Marcial, Trogo, Pompeyo [...]”

Juan Pablo Mártir, 1626. Respondiendo a los ataques de Francia, aduciendo la riqueza geográfica de España, su industriosidad y su riqueza cultural e histórica.


“En este triste país, si a un zapatero se le antoja hacer una botella y le sale mal, después ya no le dejan hacer zapatos.”
Mariano José de Larra

“Ser director de cine en España es como ser torero en Japón.”
Pedro Almodóvar

“En España, la carrera de un creador es la imagen de alguien que está en el agua y se esfuerza por salir mientras algunos le empujan hacia abajo.”
Javier Marías

“El español es conformista, y lo mismo se adapta a Leovigildo que a Franco o Felipe”.
Pablo Castellano


sábado, 8 de mayo de 2010

ამბავი ორი კაცისა, რომელთაც სიზმარი იხილეს

ხორხე ლუის ბორხესი

არაბი ისტორიკოსი, იქსაკი, მოგვითხრობს ამ ამბავს:

კაცნი ღირსეულნი ნდობის ამბავს ყვებიან (თუმცა მხოლოდ ალაჰია ყოვლისმომცველი და ყოვლისშემძლე და გულმოწყალე და ფხიზლობს იგი), რომ ყოფილა ქაიროში კაცი ერთი, ყოველგვარ სიმდიდრეთა მფლობელი, მაგრამ ისეთი დიდსულოვანი და შემწყნარებელი, რომ დაუკარგავს ყველაფერი და იძულებული გამხდარა, ეშრომა ლუკმა-პურის საშოვნელად. ერთხელაც იმდენი იმუშავა თავის ლეღვის ბაღში, რომ ძილმა დაჯაბნა და იხილა სიზმრად კაცი, რომელმაც პირიდან გამოიღო ოქროს მონეტა და უთხრა: “სიმდიდრე შენი სპარსეთში არს, ისპაჰანში, წადი მის მოსაძებნად”.
მომდევნო ალიონზე გაიღვიძა კაცმა და გაუდგა გრძელ გზას. დაუპირისპირდა ხიფათებს, მოვლენილს უდაბნოთა, ხომალდთა, მეკობრეთა, კერპთაყვანისმცემელთა, მდინარეთა,
მხეცთა და კაცთაგან. ბოლოს და ბოლოს, მიაღწია ისპაჰანამდე, მაგრამ გააოცა იგი ქალაქის ღამემ და მიიძინა მეჩეთის ეზოში. მეჩეთთან ახლოს სახლი იდგა დ ყოვლისშემძლე უფლის ნებით ქურდბაცაცების ჯგუფმა გადაჭრა მეჩეთი და სახლში შეიპარა. სახლში მყოფებს ხმაურზე გაეღვიძათ და შველა ითხოვეს. მეზობლებმაც გაიღვიძეს. მალე იმ უბნის გუშაგთა კაპიტანი თავის კაცებთან ერთად გამოჩნდა, ყაჩაღები კი სახლის სახურავიდან გაიპარნენ. უფროსმა მეჩეთის გაჩხრეკა ბრძანა და სწორედ მასში წააწყდნენ კაცს ქაიროდან და ისე გაროზგეს, რომ ლამის სიკვდილის პირას მიიყვანეს. ორი დღის შემდეგ კაცი გონს საპყრობილეში მოეგო. კაპიტანმა მოიხმო იგი და და ჰკითხა მას: “ვინა ხარ და საიდან მოსულხარ?”. სხვამ განაცხადა: “მე ცნობილი ქალაქიდან –ქაიროდან ვარ და მოჰამედ ელ მაღრებია სახელი ჩემი”. კაპიტანმა ჰკითხა: “აქ რამ მოგიყვანა მერე?” მეორემ სიმართლის თქმა ამჯობინა და უთხრა მას: “სიზმრად ნანახმა კაცმა მიბრძანა ისპაჰანს მოვსულიყავი, რადგან აქ იყო სიმდიდრე ჩემი, აწ უკვე ვხედავ, რომ ეს სიმდიდრე ალბათ ის როზგებია, რომელიც ასე დიდსულოვნად მივიღე შენგან”
ამ სიტყვების გაგონებაზე კაპიტანმა გულიანად გადაიხარხარა და უპასუხა: “უაზრო და მიამიტო კაცო,სამჯერ მეზმანა ქალაქ ქაიროს სიღრმეში ბაღი, ბაღში მზის საათი და მზის საათის შემდგომ ლეღვის ხილნარი, ლეღვის ბაღს იქეთ წყარო, წყაროს ქვეშ კი განძი. ამ ტყუილისთვის არანაირი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, შენ კი, რა თქმა უნდა, წყეულ ჯორზე ამხედრებულმა იხეტიალე ქალაქიდან ქალაქში მარტოოდენ შენი სიზმრის რწმენის ამარა. ისპაჰანში აღარ დაგინახო, აიღე ეს მონეტები და წადი”.
»კაცმა აიღო მონეტები და სამშობლოში დაბრუნდა. თავისი ბაღის წყაროს ქვეშ (ეს ის ბაღია, კაპიტანმა სიზმრად რომ ნახა) განძი ამოთხარა. ასე დალოცა უფალმა, აუნაზღაურა ზარალი და შთააგონა იგი. უფალი დიდსულოვანია, იდუმალი.»


წიგნიდან “ათას ერთი ღამე”, ღამე 351-ე

ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ

თეოლოგი საიქიოში

ხორხე ლუის ბორხესი
ციკლიდან “ეტ სეტერა”

------------

ანგელოზებმა მიამბეს, რომ როდესაც მელანჩტონი გარდაიცვალა, იმ სამყაროში მას ისეთივე ილუზორული სახლი მიუჩინეს, როგორიც აქ, დედამიწაზე ჰქონდა (თითქმის ყველა ახლად გარდაცვლილს იგივე ემართება მარადისობაში გადასვლისას და სწორედ ამიტომ არ ჰგონიათ, რომ გარდაიცვალნენ).
ამ სახლში ყველა ნივთი ნამდვილის ასლი იყო: უბრალო საწერი მაგიდა უჯრებით, ბიბლიოთეკა. როგორც კი მელანჩტონმა ამ საცხოვრებელში გაიღვიძა, მაშინვე შეუდგა ლიტერატურულ საქმიანობას. ისე იქცეოდა, თითქოს სულაც არ იყო გვამი და რამდენიმე დღე წერდა რწმენის რაობის შესახებ. როგორც ჩვევად ჰქონდა, სიტყვა არ უთქვამს გულმოწყალებაზე. ანგელოზებმა ეს შეამჩნიეს და დასაკითხად ადამიანები მიაგზავნეს. მელანჩტონმა მათ უთხრა:” მე დავამტკიცე და ეჭვგარეშეა, რომ სულს შუძლია იოლად გავიდეს ფონს სათნოების გარეშე.ზეცაში მოსახვედრად კი მხოლოდ რწმენაც საკმარისია”.
მსგავს სიტყვებს ის ამაყად ამბობდა და არ იცოდა, რომ უკვე მკვდარი იყო და სასუფეველში არ იმყოფებოდა. როდესაც ანგელოზებმა მისი ნათქვამი შეიტყვეს, მიატოვეს.
რამდენიმე კვირაში ავეჯმა გაქრობა დაიწყო. ყველაფერი გაქრა მაგიდის, ქაღალდებისა და სამელნის გარდა. კედლები კირით დაიფარა, ჭერი კი ყვითელი ლაქით, ტანსაცმელი არ შეცვლილა.მელანჩტონი კი აგრძელებდა წერას, თუმცა ამჯერად უწინდელივით აღარ უარყოფდა სათნოებას ისე, როგორც ადრე. საცხოვრებლად მიწისქვეშ გადაიყვანეს,სადაც მისნაირი თეოლოგები იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღე საკანში გამომწყვდეულმა გაატარა და როგორც კი თავის თეორიაში ეჭვის შეტანა დაიწყო, ნება მისცეს, დაბრუნებულიყო. ამჯერად დაუმუშავებელი ტყავის ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ თავი დაირწმუნა თითქოს წინანდელი ჩაცმულობა წმინდა წყლის ჰალუცინაცია იყო და კვლავ დაიწყო რწმენის ქება და სათნოების დაკნინება. ერთ საღამოს სიცივე იგრძნო. მაშინ სახლი მოიარა და აღმოაჩინა,რომ ოთახების კედლები სულაც არ ჰგავდა იმას, რაც სახლში დედამიწაზე ქონდა. ერთი ოთახი სავეს იყო უცნობი ინსტრუმენტებით, მეორე კი ისე დაპატარავებულიყო, რომ თითქმის შეუძლებელს ხდიდა შიგნით შესვლას, მესამე არ შეცვლილიყო, მაგრამ მისი ფანჯრები და კარი სილით იყო ამოვსებული. ოთახის სიღრმეში ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც მას ხოტბას ასხამდნენ და განუწყვეტლივ იმეორებდნენ, რომ არც ერთი თეოლოგი არ იყო ისეთი მცოდნე, როგორიც ის. ქება-დიდება ესიამოვნა, მაგრამ რადგანაც ამ ადამიანებიდან ზოგს სახე არ ჰქონდა და ზოგიც მკვდარს ჰგავდა, ისინი შეიძულა და ეჭვის თვალით დაუწყო ყურება. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, დაეწერა ქება სათნოებისა, მაგრამ დღისით დაწერილი მეორე დილით იშლებოდა. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ სტრიქონებს რწმენის გარეშე წერდა, თავად აკლდა რწმენა.
უამრავი ახლად გარდაცვლილი ადამიანი სტუმრობდა, მას კი რცხვენოდა, რომ ასეთ უბადრუკ სახლში ცხოვრობდა. სტუმრების დასარწმუნებლად, რომ თითქოს ზეცაში იყვნენ მოხვედრილები, ერთერთ გრძნეულს მოურიგდა, რომელიც მის ოთახში ცხოვრობდა და ეს უკანასკნელიც ათასნაირი ხრიკით აჯერებდა ხალხს ამ ტყუილში. როგორც კი სტუმრები წასასვლელად გაემზადებოდნენ, ან წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, ოთახში მაშინვე ჩნდებოდა კირი და სიღარიბე.
უკანასკნელი ცნობები მელანჩტონის შესახებ გვამცნობს, რომ ის რომელიღაც მისანმა და რამდენიმე უსახო კაცმა ქვიშისკენ წაიყვანა და ახლა დემონებს ემსახურება.

ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ